Артқа
სალიცენზიო შეთანხმება
1. ზოგადი დებულებები
1.1. წინამდებარე შეთანხმება განსაზღვრავს სერვისი «Maxim»-ის მიერ (შემდეგში — სერვისი) მგზავრების გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის მომსახურების, ტვირთის გადაზიდვის მომსახურების, ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების განხორციელების არსებული საჭიროების შესახებ აქტუალური ინფორმაციის შემცველი მონაცემთა ბაზის გამოყენების უფლების მინიჭების წესს.
1.2. თუ მხარეთა ცალკე ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეთანხმება წარმოადგენს მიერთების ხელშეკრულებას და იდება გამარტივებული წესით შეთანხმების პირობებთან მიერთების გზით, რომელიც ელექტრონული ფორმით განთავსებულია სერვისის საიტზე «ინტერნეტ» ქსელში მისამართზე https://taximaxim.ge და https://taximaxim.com. თუ პირმა გაიარა შეთანხმებაში აღწერილი რეგისტრაციის პროცედურა, მიიჩნევა, რომ მან მიიღო შეთანხმება, რაც უთანაბრდება სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულების დადებას შეთანხმებაში გადმოცემული პირობებით.
1.3. რეგისტრაციის პროცედურის გავლამდე ყურადღებით გაეცანით შეთანხმების ტექსტს და მის დანართებს. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით რომელიმე პირობას, თქვენ უარი უნდა თქვათ მონაცემთა ბაზის გამოყენებაზე.
1.4. შეთანხმება წარმოადგენს ქველიცენზიის ხელშეკრულებას და მის მიმართ გამოიყენება დებულებები, რომლებიც დადგენილია "სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლით.
1.5. შეთანხმების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს სერვისი მონაცემთა ბაზის გამოყენების წესი, რომელიც ელექტრონული ფორმით განთავსებულია სერვისის საიტზე.
1.6. შეთანხმების პირობების მიღება ნიშნავს თანხმობას მობილური აპლიკაციის Taxsee Driver-ის გამოყენების კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან, რომელიც განთავსებულია ინტერნეტის ქსელში მისამართებზე https://taximaxim.ge/term/ და https://taximaxim.ge/en/term/index/
2. შეთანხმების საგანი
2.1. შეთანხმების პირობების შესაბამისად სერვისი ქველიცენზიატს ანიჭებს უფლებას გამოიყენოს მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს აქტუალურ ინფორმაციას მგზავრების გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის მომსახურების, ტვირთის გადაზიდვის მომსახურების, ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულების არსებული საჭიროების შესახებ მარტივი (არაგანსაკუთრებული) ლიცენზიის პირობებით და შეთანხმებით დადგენილი მეთოდებით. ქველიცენზიატი კისრულობს ვალდებულებას გადაუხადოს სერვისს გასამრჯელო შეთანხმებით ან მისი დანართებით დადგენილი წესითა და ოდენობით.
2.2. შეთანხმების ფარგლებში მონაცემთა ბაზაში იგულისხმება ორგანიზებული სტრუქტურა, რომელიც წარმოადგენს ტექნიკური, პროგრამული და აპარატული უზრუნველყოფის საშუალებებისა და მასალების ერთობლიობას, ასევე მეთოდებისა და ალგორითმების (პროგრამული კოდი) ერთობლიობას, რომლებიც უზრუნველყოფენ მონაცემთა ბაზის ელემენტების ურთიერთქმედებას და განკუთვნილია მასალების სისტემატიზაციის, შენახვის, დამუშავებისა და ტრანსფორმაციისათვის მონაცემთა ბაზის ალგორითმების თანახმად. მონაცემთა ბაზის მასალებზე წვდომის მიღება შეიძლება მობილური აპლიკაცია «TAXSEE Driver»-ის მეშვეობით.
2.3. სერვისის საქმიანობა ინფორმაციის შეგროვების, შენახვის, სისტემატიზაციისა და მონაცემთა ბაზის ფორმირებასთან დაკავშირებით, ასევე მონაცემთა ბაზაზე წვდომის მიცემასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები ქველიცენზიატსა და სერვისს შორის ხორციელდება "ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონის (2012 წლის 05 ივნისის N 6391Iს) დებულებების შესაბამისად.
2.4. "ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონის დებულებების შესაბამისად მონაცემთა ბაზაში განთავსებული ინფორმაცია არის საჯარო და თავისუფლად გავრცელებადი. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით ინფორმაცია არ მიეკუთვნება გასავრცელებლად აკრძალულ და შეზღუდულ ინფორმაციას.
2.5. ინფორმაცია, რომელზეც მიიღო წვდომა ქველიცენზიატმა, შეიძლება გამოყენებულ იქნეს მისი შეხედულემისამებრ.
2.6. მონაცემთა ბაზა შედგება შემდეგი მასალებისგან:
2.6.1. აქტუალური ინფორმაცია მგზავრების გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის მომსახურების არსებული საჭიროების შესახებ;
2.6.2. აქტუალური ინფორმაცია ტვირთის გადაზიდვის მომსახურების არსებული საჭიროების შესახებ;
2.6.3. აქტუალური ინფორმაცია ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების განხორციელების არსებული საჭიროების შესახებ.
2.7. მასალებს, რომლებიც ქმნიან მონაცემთა ბაზას, აქვთ შემდეგი მახასიათებლები:
2.7.1. მონაცემები მგზავრების გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის მომსახურების არსებული საჭიროების შესახებ:
- ავტომობილის მიწოდების ადგილის მისამართი;
- სატრანსპორტო საშუალების კატეგორია;
- მგზავრობის დასრულების ადგილის მისამართი ან მგზავრობის მანძილი;
- გამოყენებადი ტარიფი;
- მგზავრობის საანგარიშსწორებო ღირებულება;
- იმ პირის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელმაც დატოვა შეკვეთა.
2.7.2. მონაცემები ტვირთის გადაზიდვის მომსახურების არსებული საჭიროების შესახებ:
- ავტომობილის მიწოდების ადგილის მისამართი;
- ტვირთის სახეობა;
- მგზავრობის დასრულების ადგილის მისამართი ან მიწოდების მანძილი;
- გამოყენებადი ტარიფი;
- მიწოდების საანგარიშსწორებო ღირებულება;
- იმ პირის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელმაც დატოვა შეკვეთა.
2.7.3. მონაცემები ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების განხორციელების არსებული საჭიროების შესახებ:
- ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ჩატარების ადგილი;
- ტვირთის სახეობა;
- იმ პირის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელმაც დატოვა შეკვეთა.
2.8. ტერიტორია, რომელზეც ხდება მონაცემთა ბაზის გამოყენების უფლების მინიჭება, არის საქართველოს ტერიტორია.
2.9. მონაცემთა ბაზაზე წვდომა ხორციელდება სერვისის მიერ მიწოდებული სპეციალიზირებული პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით – ეგმ-ისთვის (ელექტრონული გამომთვლელი მანქანა) განკუთვნილი პროგრამით TAXSEE Driver.
3. სერვისის საიტზე რეგისტრაციის წესი
3.1. მონაცემთა ბაზაზე წვდომის მისაღებად საჭიროა სერვისის საიტზე რეგისტრაციის პროცედურის გავლა დამოუკიდებლად ინტერნეტის ქსელის გამოყენებით ან სერვისის ოფისის ადგილსამყოფელის მიხედვით.
3.2. სერვისის საიტზე რეგისტრაცია წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების პირობებთან სრულ და უპირობო მიერთებას.
3.3. რეგისტრაცია ხორციელდება სერვისის საიტზე სპეციალური ფორმის შევსებით. რეგისტრაციის პროცესში სერვისმა შეიძლება მოითხოვოს მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა.
3.4. რეგისტრაცია წარმოებს სერვისის შეხედულებისამებრ. რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტების წარმოდგენა არ იწვევს სერვისის უპირობო ვალდებულებას განახორციელოს რეგისტრაციის პროცედურა.
3.5. რეგისტრაციის პროცედურა სრულდება მომხმარებლისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის (ლოგინის) და პაროლის მინიჭებით, რომლებიც აუცილებელია მონაცემთა ბაზაზე ავტორიზებული წვდომისთვის. მომხმარებლის საიდენტიფიკაციო ნომერი (ლოგინი) და პაროლი სერვისის მიერ იგზავნება მობილური ტელეფონის ნომერზე, რომელიც მითითებული იყო რეგისტრაციის პროცესში.
3.6. პერსონალურ მონაცემებსა და დოკუმენტებს რეგისტრაციის პროცესში სერვისი მოითხოვს მხოლოდ წარმოდგენილი ინფორმაციის ნამდვილობის შემოწმების მიზნით და რეგისტრაციის პროცედურის დასრულების შემდეგ მათ არ ინახავს.
3.7. სერვისი ინახავს და გამოიყენებს მონაცემებს სერვისის საიტზე დარეგისტრირებულ პირთა შესახებ, რომლებიც არ წარმოადგენენ პერსონალურ მონაცემებს. ესენია:
3.7.1. მომხმარებლის ფსევდონიმი (ნიკი) – რეგისტრაციის დროს მითითებული ნებისმიერი ასოთა კომბინაცია. ქველიცენზიატი თვითონ თავისი შეხედულებისამებრ უთითებს ფსევდონიმს და ის არ რედაქტირდება სერვისის მიერ;
3.7.2. მომხმარებლის საიდენტიფიკაციო ნომერი (ლოგინი);
3.7.3. ავტომობილის მარკა, ფერი და სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრის ციფრული ნაწილი;
3.7.4. რეგისტრაციის დროს მითითებული მობილური ტელეფონის ნომერი.
3.8. სერვისის საიტზე რეგისტრაციისას ქველიცენზიატი აცხადებს თანხმობას საინფორმაციო შეტყობინებების, ასევე სარეკლამო ინფორმაციის ნებისმიერი გზით მიღებაზე, მათ შორის სატელეფონო კავშირის არხების, ინტერნეტ-მესენჯერების შეტყობინებების («Viber», «WhatsApp», «Telegram» და ა.შ.) მეშვეობით, იმ მიზნითა და შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული თანხმობის აუცილებლობა გათვალისწინებულია კანონმდებლობით რეკლამის შესახებ.
4. სერვისის გასამრჯელო
4.1. მონაცემთა ბაზის გამოყენების უფლების მინიჭებისთვის ქველიცენზიატი კისრულობს ვალდებულებას გადაუხადოს სერვისს გასამრჯელო მონაცემთა ბაზის გამოყენების წესით დადგენილი ოდენობითა და პირობებით.
5. სერვისის გარანტიები
5.1. სერვისი იძლევა გარანტიას, რომ:
5.1.1. მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება თავისი ვალდებულებების შესასრულებლად შეთანხმების მიხედვით
5.1.2. მხარეების მიერ შეთანხმების შესრულება არ გამოიწვევს მესამე პირთა ინტელექტუალური უფლებების დარღვევას;
5.1.3. ის არ არის შეზღუდული რაიმე ხელშეკრულებით, რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს ქველიცენზიატის მიერ მონაცემთა ბაზის გამოყენებას შეთანხმებაში განსაზღვრული პირობებით;
5.1.4. მის მიერ არ განხორციელებულა და არ განხორციელდება რაიმე ისეთი სახის მოქმედებები, რომლებიც შეუძლებელს ხდის ქველიცენზიატის მიერ მონაცემთა ბაზის გამოყენებას წინამდებარე შეთანხმებაში განსაზღვრული პირობებით.
6. მონაცემთა ბაზის გამოყენების წესი და მეთოდები
6.1. ქველიცენზიატს შეუძლია გამოიყენოს მონაცემთა ბაზა შემდეგი მეთოდებით:
6.1.1. ამოიღოს ინფორმაცია მონაცემთა ბაზიდან და გამოიყენოს ეს ინფორმაცია თავის საქმიანობაში, მათ შორის მისცეს აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომა მესამე პირებს (თავის თანამშრომლებს, კონტრაგენტებს და ა.შ.);
6.1.2. სრულად ან ნაწილობრივად აღადგინოს ინფორმაცია ნებისმიერი ფორმითა და საშუალებით;
6.1.3. მოახდინოს მოდიფიკაცია, მათ შორის მონაცემთა ბაზის გადათარგმნა ერთი ენიდან მეორეზე.
7. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
7.1. სერვისს უფლება აქვს:
7.1.1. მოითხოვოს ქველიცენზიატისგან მონაცემთა ბაზის გამოყენება წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული წესითა და მეთოდებით;
7.1.2. დადოს მესამე პირებთან წინამდებარე შეთანხმების ანალოგიური ხელშეკრულებები მონაცემთა ბაზის გამოყენების უფლების გადაცემის შესახებ, მათ შორის იმავე ტერიტორიაზე, რომელზეც ქველიცენზიატს მინიჭებული აქვს მონაცემთა ბაზის გამოყენების უფლება;
7.1.3. შეაჩეროს ქველიცენზიატის წვდომა მონაცემთა ბაზაზე, მის მიერ სერვისისთვის გასამრჯელოს გადახდის ვადებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში გადასახდელი თანხის შეტანამდე;
7.1.4. შეაჩეროს ქველიცენზიატის წვდომა მონაცემთა ბაზაზე სერვისის მიერ დოკუმენტების მიღების შემთხვევაში, რომლებიც ადასტურებენ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებას. მონაცემთა ბაზაზე ქველიცენზიატის წვდომის შეჩერება ხდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებებისა და დადგენილებების საფუძველზე, რომლებითაც დადგენილია ქველიცენზიატის მიერ დაშვებული დარღვევის ფაქტი. აღნიშნული დოკუმენტები წარდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის ან შესაბამისი სასამართლოს მიერ დამოწმებული ასლების სახით. მონაცემთა ბაზაზე ქველიცენზიატის წვდომა ჩერდება იქამდე, სანამ ის აღმოფხვრის გამოვლენილ დარღვევებს.
7.2. სერვისი ვალდებულია
7.2.1. უზრუნველყოს მონაცემთა ბაზის შეუფერხებელი და უწყვეტი ფუნქციონირება შეთანხმების მოქმედების მთლიანი ვადის განმავლობაში.
7.3. ქველიცენზიატს აქვს უფლება:
7.3.1. გამოიყენოს მონაცემთა ბაზა შეთანხმებით გათვლისწინებული წესითა და მეთოდებით;
7.3.2. მოითხოვოს სერვისისგან დაუყოვნებლივ აღმოფხვრას ნებისმიერი გარემოება, რომელიც ხელს უშლის მონაცემთა ბაზის გამოყენებას.
7.4. ქველიცენზიატი ვალდებულია:
7.4.1. გადაუხადოს სერვისს გასამრჯელო იმ წესითა და ვადებში, რომლებიც დადგენილია მონაცემთა ბაზის გამოყენების წესით.
7.5. ქველიცენზიატი არ წარუდგენს სერვისს ანგარიშებს მონაცემთა ბაზის გამოყენების შესახებ.
8. მხარეთა პასუხისმგებლობა
8.1. შეთანხმების პირობების დარღვევაზე მხარეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
9. დავების გადაჭრის წესი
9.1. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას მიიღონ ყველა ზომა იმისათვის, რომ მოლაპარაკების გზით გადაჭრან ნებისმიერი დავა და უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას შეთანხმებიდან.
9.2. პრეტენზიებზე პასუხის გაცემის ვადა, ასევე იმ დოკუმენტების წარდგენის ვადა, რომლებიც მიზნად ისახავს დავებისა და უთანხმოების მოლაპარაკების გზით გადაჭრას, არ უნდა აღემატებოდეს 7 (შვიდ) სამუშაო დღეს მხარის მიერ ასეთი პრეტენზიების მიღების მომენტიდან და/ან აღნიშნული დოკუმენტების წარდგენის აუცილებლობის წარმოქმნიდან.
9.3. თუ მხარეები ვერ მიაღწევენ სადავო საკითხებზე შეთანხმებას ურთიერთმოლაპარაკების გზით, დავებს და უთანხმოებას გადაწყვეტს სასამართლო სერვისის ადგილმდებარეობის მიხედვით.
10. სპეციალური პირობები
10.1. საქართველოს კანონის "სასაქონლო ნიშნების შესახებ" 26-ე მუხლის შესაბამისად შეთანხმება არ გულისხმობს მონაცემთა ბაზაზე განსაკუთრებული უფლებების ქველიცენზიატთან გადასვლას და ამასთან დაკავშირებით შეთანხმებით გათვალისწინებული უფლებების ქველიცენზიატისთვის მინიჭება არ ექვემდებარება სახელმწიფო რეგისტრაციას.
10.2. წინამდებარე შეთანხმება არის მიერთების ხელშეკრულება და მხარეებისგან არ მოითხოვს შესრულებული სამუშაოების ორმხრივი აქტების წარდგენას და/ან ხელმოწერას.
10.3. წინამდებარე შეთანხმების განუყოფელი ნაწილია მონაცემთა ბაზის გამოყენების წესი.
10.4. შეთანხმების პირობები გამოიყენება ყველა იმ პირის მიმართ, ვინც გაიარა რეგისტრაცია სერვისის საიტზე, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი მხარეთა ცალკეული ხელშეკრულებით. მხარეების მიერ ცალკეული ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, მათი სამართალურთიერთობების მიმართ გამოიყენება ასეთი ხელშეკრულების პირობები.
სერვისის მონაცემთა ბაზის გამოყენების წესი
1. ტერმინები და განსაზღვრებები
1.1 მონაცემთა ბაზა — ორგანიზებული სტრუქტურა, რომელიც წარმოადგენს ტექნიკური, პროგრამული და აპარატული უზრუნველყოფის საშუალებებისა და მასალების ერთობლიობას, ასევე მეთოდებისა და ალგორითმების (პროგრამული კოდი) ერთობლიობას, რომლებიც უზრუნველყოფენ მონაცემთა ბაზის ელემენტების ურთიერთქმედებას და განკუთვნილია მასალების სისტემატიზაციის, შენახვის, დამუშავებისა და ტრანსფორმაციისათვის მონაცემთა ბაზის ალგორითმების თანახმად. მონაცემთა ბაზის მასალებზე წვდომის მიღება შეიძლება მობილური აპლიკაცია «TAXSEE Driver»-ის მეშვეობით.
1.2. ქველიცენზიატი – პირი, რომელიც დაეთანხმა წინამდებარე შეთანხმების პირობებს და მის საფუძველზე მიიღო მონაცემთა ბაზის გამოყენების უფლება.
1.3. სერვისი - იურიდიული პირი, რომელიც წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე ქველიცენზიატს ანიჭებს მონაცემთა ბაზის გამოყენების უფლებას, ასევე უფლებას გამოიყენოს მობილური აპლიკაცია «TAXSEE Driver», რაც აუცილებელია მონაცემთა ბაზაზე წვდომის მისაღებად.
1.4. მობილური აპლიკაცია «TAXSEE Driver» – ეგმ-თვის (ელექტრონული გამომთვლელი მანქანა) განკუთვნილი პროგრამა, რომელსაც სერვისი აწვდის ქველიცენზიატს მონაცემთა ბაზაზე ქველიცენზიატის დისტანციური წვდომისთვის. მობილური აპლიკაციის გამოყენების წესი რეგლამენტირდება მხარეთა ცალკეული შეთანხმებით.
1.5. შეკვეთა – მონაცემთა ბაზის შემადგენელი ინფორმაცია გარკვეული სახის სამუშაოების შესრულების (გარკვეული სახის მომსახურების მიწოდების) საჭიროების შესახებ, რომელსაც, შეკვეთის სახეობის მიხედვით, აქვს წინამდებარე დოკუმენტში მითითებული განსაზღვრული პარამეტრები.
1.6. შეკვეთის ღირებულება – ფულადი თანხა, რომელსაც ქველიცენზიატს უხდის პირი, რომელმაც გააკეთა შეკვეთა.
1.7. პირადი ანგარიში – ანგარიში, რომელზეც ფიქსირდება ქველიცენზიატის საავანსო გადასახდელები და რომლიდანაც იჭრება ფულადი სახსრები მონაცემთა ბაზაზე წვდომის მიცემის ანაზღაურების სახით. პირადი ანგარიში, რომელსაც აქვს უნიკალური ნომერი, ფორმირდება სერვისის მიერ.
1.8. პირადი ანგარიშის ბალანსი — სხვაობა დროის განსაზღვრული მომენტისთვის პირად ანგარიშზე შეტანილ და პირადი ანგარიშიდან ჩამოჭრილ ფულად სახსრებს შორის.
1.9. შემკვეთი – ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს შეკვეთის შეტანას სერვისის პროგრამულ-აპარატულ კომპლექსში.
2. ზოგადი დებულებები
2.1. მოცემული დოკუმენტი აღწერს ქველიცენზიატისთვის მონაცემთა ბაზაზე წვდომის მიცემის წესსა და პირობებს და წარმოადგენს ქველიცენზიატსა და სერვისს შორის დადებული ქველიცენზიის შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
2.2. სერვისის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ინფორმაციის შეგროვება, შენახვასა და სისტემატიაზაციასთან, მონაცემთა ბაზის ფორმირებასთან, ასევე მონაცემთა ბაზაზე წვდომის მიცემასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობები ქველიცენზიატსა და სერვისს შორის ხორციელდება "ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონის დებულებების შესაბამისად (2012 წლის 5 ივნისის N 6391Iს).
2.3. "ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მონაცემთა ბაზაში განთავსებული ინფორმაცია არის თავისუფლად გავრცელებადი და ყველასთვის ხელმისაწვდომი. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით ინფორმაცია არ მიეკუთვნება გასავრცელებლად აკრძალულ და შეზღუდულ ინფორმაციას.
2.4. ინფორმაცია, რომელზეც ქველიცენზიატი იღებს წვდომას, შეიძლება გამოყენებულ იქნეს მისი შეხედულებისამებრ.
2.5. მონაცემთა ბაზა ქველიცენზიატს აძლევს საშუალებას მიიღოს წვდომა შემდეგ მასალებზე:
2.5.1. მონაცემები მგზავრების გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის მომსახურების არსებული საჭიროების შესახებ;
2.5.2. მონაცემები ტვირთის გადაზიდვის მომსახურების არსებული საჭიროების შესახებ;
2.5.3. ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების განხორციელების არსებული საჭიროების შესახებ.
2.6. მონაცემთა ბაზის მასალები მგზავრების გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის მომსახურების არსებული საჭიროების შესახებ შეიცავს ინფორმაციას ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდების თაობაზე, რომელიც განკუთვნილია მგზავრების გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვისთვის, ასევე ინფორმაციას ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდების დროისა და ადგილის, ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორიის, გადაყვანის/გადაზიდვის მარშრუტის, მგზავრების, შეკვეთის ღირებულების შესახებ და სხვა ინფორმაციას, რომლის შინაარსი განისაზღვრება სერვისის მიერ.
2.7. მონაცემთა ბაზის მასალები ტვირთის გადაზიდვის მომსახურების არსებული საჭიროების შესახებ შეიცავს ინფორმაციას ტვირთის მიღების დროისა და ადგილის, ტვირთის მახასიათებლების შესახებ, ტვირთის გადამზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართ მოთხოვნებს, ასევე ინფორმაციას გადაზიდვის მარშრუტის, მიწოდების პუნქტის, საკონტაქტო პირების, შეკვეთის ღირებულების შესახებ და სხვა ინფორმაციას, რომლის შინაარსი განისაზღვრება სერვისის მიერ.
2.8. მონაცემთა ბაზის მასალები ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების განხორციელების არსებული საჭიროების შესახებ შეიცავს ინფორმაციას მტვირთავების მისვლის დროისა და ადგილის, ტვირთის მახასიათებლების, ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ღირებულების შესახებ და სხვა ინფორმაციას, რომლის შინაარსი განისაზღვრება სერვისის მიერ.
3. წინამდებარე წესში ცვლილებების შეტანა
3.1. წინამდებარე წესში ცვლილებების შეტანა ხორციელდება სერვისის მიერ ცალმხრივად საიტზე მისამართებზე https://taximaxim.ge და https://taximaxim.com. შესაბამისი ცვლილებების განთავსების გზით. აღნიშნული ცვლილებები ძალაში შედის საიტზე მათი გამოქვეყნებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის შემდეგ.
3.2. წესში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება ძალაში შესვლის მომენტიდან ვრცელდება ყველა პირზე, ვინც იყენებს მონაცემთა ბაზას, მათ შორის იმ პირებზე, რომლებმაც დაიწყეს მონაცემთა ბაზის გამოყენება ცვლილებების ძალაში შესვლის თარიღამდე. იმ შემთხვევაში, თუ ქველიცენზიატი არ ეთანხმება შეტანილ ცვლილებებს, მან უნდა შეწყვიტოს მონაცემთა ბაზის გამოყენება და ამის შესახებ შეატყობინოს სერვისს.
4. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
4.1. სერვისს აქვს უფლება:
4.1.1. ქველიცენზიატისგან მოითხოვოს წინამდებარე წესის პირობების შესრულება;
4.1.2. შეაჩეროს ან შეწყვიტოს ქველიცენზიატის წვდომა მონაცემთა ბაზაზე წინამდებარე წესით დადგენილი პირობებისა და წესის შესაბამისად;
4.1.3. შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე წესში;
4.1.4. განახორციელოს ქველიცენზიატთან სატელეფონო საუბრების ჩაწერა მომსახურების მიწოდების ხარისხზე შიდა კონტროლის მიზნით;
4.1.5. განახორციელოს სარეგლამენტო სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია ტექნიკურ მომსახურეობასთან და მონაცემთა ბაზის მუშაობაში ცვლილებების შეტანასთან. აღნიშნული სამუშაოების ჩატარების პერიოდში ქველიცენზიატის წვდომა მონაცემთა ბაზაზე შეიძლება შეჩერებულ იქნეს შესაბამისი სამუშაოების წარმოების ვადით;
4.1.6. შეაჩეროს ქველიცენზიატის წვდომა მონაცემთა ბაზაზე, თუ ქველიცენზიატის პირადი ანგარიშის ბალანსი არის ნულოვანი ან უარყოფითი, ქველიცენზიატის მიერ თავისი პირადი ანგარიშის შევსების მომენტამდე.
4.1.7. ქველიცენზიატის ავტომობილის სალონში შემკვეთის ნივთების დავიწყების შემთხვევაში, გადასცეს შემკვეთს ქველიცენზიატის ტელეფონის ნომერი დაკარგული ნივთების უსწრაფესად დაბრუნების მიზნით.
4.1.8. განახორციელოს სხვა მოქმედებები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და წინამდებარე წესის პირობებს.
4.2. სერვისი კისრულობს ვალდებულებას:
4.2.1. მისცეს ქველიცენზიატს წვდომა მონაცემთა ბაზაზე, უზრუნველყოს მონაცემთა ბაზის მუშაობისუნარიანობა, ასევე მონაცემთა ბაზაზე ქველიცენზიატის წვდომის უწყვეტობა გარდა ტექნიკურ მომსახურეობასთან და მონაცემთა ბაზის მუშაობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებული სარეგლამენტო სამუშაოების ჩატარების შემთხვევებისა, ასევე ტექნიკური გაუმართაობის წარმოქმნის შემთხვევებისა;
4.2.2. მიანიჭოს ქველიცენზიატს უფლება გამოიყენოს მობილური აპლიკაცია, რომელიც აუცილებელია მონაცემთა ბაზაზე წვდომისთვის;
4.2.3. დროულად აღრიცხოს ქველიცენზიატის გადახდები მის პირად ანგარიშზე.
4.2.4. დროულად აღმოაჩინოს და თავიდან აიცილოს არასანქციონირებული წვდომის მცდელობები ქველიცენზიატის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, მისი გადაცემა იმ პირებზე, რომლებსაც არ აქვთ უშუალო კავშირი მხარეთა სამართალურთიერთობებთან;
4.2.5. არ შეცვალოს ინფორმაცია ქველიცენზიატის შესახებ და არ განახორციელოს ამ ინფორმაციის რედაქტირება მისი თანხმობის გარეშე.
4.3. ქველიცენზიატს აქვს უფლება:
4.3.1. მოითხოვოს სერვისისგან მონაცემთა ბაზაზე სათანადო ხარისხის წვდომის მიცემა წესის პირობების შესაბამისად, ტექნიკური და საკონსულტაციო მომსახურეობის ჩათვლით.
4.4. ქველიცენზიატი ვალდებულია:
4.4.1. შეასრულოს შესასრულებლად მიღებული შეკვეთა მისი პირობების შესაბამისად;
4.4.2. განახორციელოს მონაცემთა ბაზაზე წვდომის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული გაწეული მომსახურების ანაზღაურება წინამდებარე წესით დადგენილი ოდენობით;
4.4.3. სერვისის მიერ შემკვეთების სასარგებლოდ რაიმე გადახდების წარმოების შემთხვევაში, რომლებიც განპირობებულია ქველიცენზიატის მიერ (მისი თანამშრომლების და/ან კონტრაგენტების მიერ) მომსახურების გაწევის არასათანადო ხარისხით, ქველიცენზიატი კისრულობს ვალდებულებას აუნაზღაუროს სერვისს ამასთან დაკავშირებული ზარალი. აღნიშნული კომპენსაცია წარმოებს ქველიცენზიატის პირადი ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოჭრის გზით.
ქველიცენზიატის მიერ ისეთი ქმედებების ჩადენის შემთხვევაში, რომლებზეც სერვისის წესებით გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები, ქველიცენზიატის პირადი ანგარიშიდან სერვისის სასარგებლოდ იჭრება ფულადი სახსრები გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში. დარღვევების სია და ქველიცენზიატის პასუხისმგებლობა განთავსებულია მობილურ აპლიკაციაში Taxsee Driver.
ფულადი სახსრების არაკმარისი ოდენობის შემთხვევაში, საანგარიშო პერიოდისთვის დარიცხული საჯარიმო სანქციები წარმოადგენს ქველიცენზიატის დებიტორულ დავალიანებას, რომელიც, ქველიცენზიატის მიერ პირადი ანგარიშის შევსებისას, დაიფარება პირველრიგითობის წესით.
4.4.4. დაუყოვნებლივ შეატყობინოს სერვისს მისთვის ადრე მიწოდებული სააღრიცხვო მონაცემების შეცვლის შესახებ, ასევე ისეთი გარემოებების დადგომის შესახებ, რომლებიც შეუძლებელს ხდის შეკვეთების შესრულებას.
5. შეკვეთის ღირებულების განსაზღვრის წესი
5.1. შეკვეთის ღირებულება განისაზღვრება ქველიცენზიატის მიერ;
5.2. ქველიცენზიატი უგზავნის სერვისს მონაცემებს მის მიერ გამოყენებადი ტარიფების შესახებ. სერვისი ახორციელებს შეკვეთის ღირებულების დაანგარიშებას ქველიცენზიატის მიერ მიწოდებული მონაცემებიდან გამომდინარე, თითოეული კონკრეტული შეკვეთის პარამეტრების გათვალისწინებით.
5.3. შემკვეთსა და ქველიცენზიატს შორის უნაღდო ფორმით ანგარიშსწორების განხორციელებისას სერვისი წარმოადგენს აგენტს, რომელიც მოქმედებს ქველიცენზიატის სახელითა და მის ხარჯზე, შემკვეთის ფულადი სახსრების მიღების ნაწილში ქველიცენზიატის პირად ანგარიშზე მათ ჩასარიცხად. სერვისი კისრულობს ქველიცენზიატის აგენტის ვალდებულებას მხოლოდ შემკვეთის ფულადი სახსრების მიღების უზრუნველყოფის ნაწილში და არ იღებს თავის თავზე ქველიცენზიატის რაიმე სხვა უფლებებსა და ვალდებულებებს.
6. სერვისის გასამრჯელოს ოდენობა და ანგარიშსწორების წესი
6.1. მონაცემთა ბაზაზე წვდომის მიცემისთვის სერვისის გასამრჯელოს ოდენობა განისაზღვრება ქველიცენზიატის შემოსავლიდან (ამონაგებიდან) პროცენტული გადარიცხვების სახით.
6.2. სერვისის გასამრჯელოს ოდენობა შეადგენს 10 (ათ) პროცენტს თითოეული შეკვეთის ღირებულებიდან, რომელიც ქველიცენზიატმა მიიღო შესასრულებლად.
6.3. გასამრჯელოს ოდენობა სერვისის მიერ შეიძლება შემცირდეს პრომო აქციების ჩატარების პერიოდში. ამ შემთხვევაში გასამრჯელოს ოდენობის შემცირება წარმოადგენს სერვისის ფასდაკლებას. ფასდაკლების ოდენობა, ასევე მისი მიღების საფუძვლები, განისაზღვრება შესაბამისი პრომო აქციის პირობებით.
6.4. სერვისის გასამრჯელოს ოდენობა შეიძლება შეცვლილ იქნეს სერვისის მიერ ცალმხრივად წინამდებარე წესში ცვლილებების შეტანისა და საიტზე https://taximaxim.ge, https://taximaxim.com შეტანილი ცვლილებების გამოქვეყნების გზით. სერვისის გასამრჯელოს ოდენობის შეცვლის შესახებ ქველიცენზიატს ეცნობება მობილური აპლიკაცია TAXSEE Driver-ის მეშვეობით.
6.5. გასამრჯელოს გადახდა ხორციელდება წინასწარი გადახდის სისტემით ქველიცენზიატის მიერ თავის პირად ანგარიშზე ფულადი თანხის შეტანის გზით იმ ოდენობით, რომელსაც ქველიცენზიატი განსაზღვრავს დამოუკიდებლად.
6.6. მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება ქველიცენზიატის პირადი ანგარიშიდან გასამრჯელოს ოდენობის თანაბარი ფულადი თანხის ჩამოჭრის გზით ქველიცენზიატის მიერ შეკვეთის შესასრულებლად მიღების მომენტში.
6.7. პირადი ანგარიშის შევსება ხორციელდება საავანსო გადასახადების შეტანის გზით საბანკო ბარათებით, თვითმომსახურების ტერმინალების მეშვეობით, ფულადი სახსრების ანგარიშსწორების ანგარიშზე გადარიცხვით ან სერვისის სალაროში შეტანის გზით.
6.8. სერვისი არის ქველიცენზიატის აგენტი შემკვეთისგან გადასახდელების მიღების ნაწილში ინტერნეტ-ეკვაირინგისა და ელექტრონული გადახდის სხვა საშუალებებით. სერვისი არ არის სარგებლის მიმღები და არ იღებს მოგებას ქველიცენზიატისთვის შემკვეთის მიერ გადახდილი გადასახდელებიდან. მგზავრობის საფასური იჭრება შემკვეთის საბანკო ბარათიდან და საკომისიოს გამოკლებით ირიცხება ქველიცენზიატის პირად ანგარიშზე, რომელიც გახსნილია სერვისში.
საკომისიოს თანხა სააგენტო მომსახურებისთვის მიეთითება განცხადებაში და მისი გადახდევინება ხდება პირადი ანგარიშიდან სახსრების გატანის მომენტში წინამდებარე წესის 6.13. მუხლის შესაბამისად. საკომისიოს ოდენობა განისაზღვრება ქველიცენზიატის საგადასახადო სტატუსისა და სერვისის მომსახურე ბანკის ტარიფების მიხედვით.
ქველიცენზიატის საგადასახადო სტატუსი განისაზღვრება წინამდებარე წესის 6.14 და 6.15. პუნქტების შესაბამისად.
6.9. სერვისი არის საკუთარი პროდუქტის (სერვისი «მაქსიმის») წინ წაწევის მომსახურების შემკვეთი, ქველიცენზიატი კი — მენარდე, რომელიც ახორციელებს შემკვეთის პროდუქტის წინ წაწევას. ამ სამართალურთიერთობების ფარგლებში ქველიცენზიატი სერვისის ხარჯზე ახორციელებს გადაყვანას/გადაზიდვას უფასოდ ან შემცირებული ღირებულებით. მგზავრობის საფასური ირიცხება ქველიცენზიატის პირად ანგარიშზე, რომელიც გახსნილია სერვისში.
6.10. სერვისი არის საინფორმაციო მომსახურების მიმწოდებელი, რაც გულისხმობს ქველიცენზიატისთვის შეკვეთის მონაცემთა ბაზის გამოყენების უფლების მინიჭებას. ფულადი სახსრები მონაცემთა ბაზის გამოყენებისთვის იჭრება ქველიცენზიატის პირადი ანგარიშიდან, რომელიც გახსნილია სერვისში.
6.11. ქველიცენზიატის პირადი ანგარიშის დადებითი ბალანსი ნიშნავს სერვისის კრედიტორულ დავალიანებას ქველიცენზიატის წინაშე.
6.12. ქველიცენზიატის პირადი ანგარიშის უარყოფითი ბალანსი ნიშნავს ქველიცენზიატის დავალიანებას სერვისის წინაშე მისთვის გაწეული მომსახურებისთვის.
6.13. ელექტრონული განცხადებით მობილურ აპლიკაციაში "TAXSEE Driver" ქველიცენზიატს უფლება აქვს მოითხოვოს მის წინაშე სერვისის დავალიანების დაფარვა ოფერტის საფუძველზე აპლიკაციაში მითითებული საბანკო ბარათის რეკვიზიტებზე.
6.14. ქველიცენზიატი არის დამოუკიდებელი მმართველი სუბიექტი და დამოუკიდებლად აგებს პასუხს საგადასახადო და სადაზღვევო გადასახდელებზე.
6.15. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სერვისი შეუძლება იყოს ქველიცენზიატის საგადასახადო აგენტი საგადასახადო გადასახდელების გამოთვლის, დაქვითვისა და ჩამოჭრის ნაწილში. მოცემულ შემთხვევებში ქველიცენზიატი ვალდებულია წარუდგინოს სერვისს სრული უტყუარი რეკვიზიტები და დოკუმენტები სერვისის მიერ საგადასახადო აგენტის მოვალეობების შეუფერხებელი შესრულებისთვის.
6.16. სერვისის მიერ გადასახადების სახით გადახდილი თანხა იჭრება პირადი ანგარიშიდან და ამცირებს სერვისის დავალიანებას ქველიცენზიატის წინაშე.
6.17. საგადასახადო სტატუსის შეცვლისას ქველიცენზიატი ვალდებულია შეატყობინოს ამის შესახებ სერვისს.
7. მხარეთა პასუხისმგებლობა
7.1. სერვისის პასუხისმგებლობა:
7.1.1. სერვისს ეკისრება პასუხისმგებლობა თავისი ვალდებულებების შესრულებაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
7.1.2. სერვისს არ ეკისრება პასუხისმგებლობა მონაცემთა ბაზაზე ქველიცენზიატის წვდომის სრულ ან ნაწილობრიბვ შეწყვეტაზე, რომელიც დაკავშირებულია მოწყობილობის, პროგრამული უზრუნველყოფის შეცვლასთან ან სხვა სარეგლამენტო სამუშაოების ჩატარებასთან, რაც გამოწვეულია სერვისის ტექნიკური საშუალებების მუშაობისუნარიანობის შენარჩუნებისა და განვითარების აუცილებლობით.
7.1.3. სერვისს არ ეკისრება პასუხისმგებლობა მონაცემთა ბაზაზე ქველიცენზიატის წვდომის შეფერხებით მიწოდებაზე პროგრამული უზრუნველყოფის ან მოწყობილობის გაუმართაობის შემთხვევაში, რომელიც არ ეკუთვნის სერვისს.
7.1.4. სერვისს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ზარალზე და მიუღებელ სარგებელზე, რომელიც ქველიცენზიატმა განიცადა მონაცემთა ბაზის გამოყენების შედეგად.
7.1.5. სერვისს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ქველიცენზიატის მიერ მესამე პირებისთვის მიყენებულ ზარალზე, რაც დაკავშირებულია ქველიცენზიატის მიერ მონაცემთა ბაზის გამოყენებასთან.
7.2. ქველიცენზიატის პასუხისმგებლობა:
7.2.1 ქველიცენზიატს ეკისრება პასუხისმგებლობა თავისი ვალდებულებების შესრულებაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
7.2.2. ქველიცენზიატი თვითონ აგებს პასუხს შეკვეთის ჯეროვნად შესრულებაზე იმ პირის წინაშე, რომელმაც გააკეთა შეკვეთა, ასევე ნებისმიერ ზიანზე, რომელიც მას მიადგა ქველიცენზიატის მოქმედების შედეგად.
7.2.3. ქველიცენზიატს ეკისრება პასუხისმგებლობა მესამე პირებისთვის მიყენებულ ზიანზე, როგორც შეკვეთის შესრულებასთან დაკავშირებით, ისე იმ მოქმედებებზე რომლებიც არ არის დაკავშირებული შეკვეთის შესრულებასთან. ამასთან, დავის უმოკლეს დროში დარეგულირების მიზნით, სერვისს შეუძლია გამოვიდეს შუამავლის როლში ქველიცენზიატსა და შემკვეთს შორის.
8. განსაკუთრებული პირობები და პასუხისმგებლობის შეზღუდვა
8.1. წინამდებარე დებულების პირობების მიღებით ქველიცენზიატი აცნობიერებს, რომ ინფორმაცია, რომელზეც მან მიიღო წვდომა მოცემული წესის შესრულების ფარგლებში, მის მიერ გამოიყენება დამოუკიდებლად, თავის ინტერესებში და თავისივე პასუხისმგებლობის ქვეშ. ქველიცენზიატი ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ მის მიერ ინფორმაციის სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების შემთხვევაში, ის ვალდებულია დამოუკიდებლად დარეგისტრირდეს როგორც ინდივიდუალური მეწარმე ან განახორციელოს საქმიანობა როგორც იურიდიულმა პირმა, ასევე უზრუნველყოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვა, რომელიც არეგულირებს საქმიანობას მგზავრების გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის, ტვირთის გადაზიდვის, ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ჩატარების სფეროში, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება: საქართველოს კანონის "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" (1995 წლის 4 აპრილის N700-II), საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის შესახებ" (2014 წლის 26 თებერვლის N2038-II), ტექნიკური რეგლამენტის ''ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის'' (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 აგვისტო N1-1/1559 ბრძანება) მოთხოვნებით.
8.2. სერვისი არ იღებს თავის თავზე არანაირ ვალდებულებას ქველიცენზიატის მიერ მესამე პირებისთვის მიყენებული ზიანის, მათ შორის მიუღებელი სარგებლის კომპენსაციასთან დაკავშირებით.
8.3. სერვისს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ქველიცენზიატის წინაშე მესამე პირთა ნებისმიერ მოქმედებაზე, რომლის შედეგად ქველიცენზიატს მიადგა რაიმე ზიანი, მათ შორის მიუღებელი სარგებლის სახით.
9. დაუძლეველი ძალის გარემოებები
9.1. მხარეების პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძველს წარმოადგენს დაუძლეველი ძალის მოქმედება.
9.2. მხარე, რომელიც მოექცა დაუძლეველი ძალის ზემოქმედების ქვეშ, ვალდებულია დაუყოვნებლივ, წერილობითი ფორმით შეატყობინოს მეორე მხარეს დაუძლეველი ძალის წარმოქმნის, მისი სახისა და მოქმედების სავარაუდო ხანგრძლივობის შესახებ, ასევე დააკონკრეტოს, რომელი ვალდებულებების შესრულებას ეწინააღმდეგება იგი.
9.3. იმ შემთხვევაში, თუ შეტყობინება არ იქნა გაგზავნილი, დაუძლეველი ძალის გარემოებების ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მხარე შემდგომში ვერ მიუთითებს დაუძლეველი ძალის მოქმედებას როგორც პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველს.
10. ინტელექტუალური საკუთრება
10.1. ქველიცენზიატს ენიჭება შეზღუდული უფლება გამოიყენოს სერვისი "მაქსიმი"-ის კომერციული აღნიშვნა და სასაქონლო ნიშანი Maxim® შეკვეთის მეთოდების რეკლამის გავრცელების მიზნით.
10.1.1. ქველიცენზიატს უფლება აქვს დამოუკიდებლად განახორციელოს მოქმედებები, რომლებიც მიმართულია ტელეფონის ნომრის და შეკვეთის განხორციელების სხვა მეთოდების პოპულარიზაციისაკენ (რეკლამისაკენ), მათ შორის ქველიცენზიატის სატრანსპორტო საშუალებებზე რეკლამის განთავსებით გზით. ამასთან ქველიცენზიატს დამოუკიდებლად ეკისრება პასუხისმგებლობა რეკლამის (ასევე მის შინაარსისა და განთავსების) შესაბამისობაზე მონაცემთა ბაზის გამოყენების მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან და ნორმებთან.